კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

ბრენდი შეკვეთის დეტალებს, კლიენტის მონაცემებს (მისამართს, ტელეფონის ნომერს, ბარათის მონაცემებს, სახელსა და გვარს) არ გადასცემს მესამე პირს

www.www.trippy.ge და ასევე ბრენდის ოფიციალური ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები არის კომპანიის ოფიციალური ვებგვერის მისამართები. მხოლოდ ამ გვერდზე განთავსებული პროდუქციისს შეძენისას ვრცელდება ეს პირობები, სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროდან შეძენისას, კომპანია არ ადგენს მიტანის პირობებს და წესებს.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა
კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.

ე.წ. “ქუქი” (“cookie”) ფაილების გამოყენების პოლიტიკა:

ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია “cookie” და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა “cookie” ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად “cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
“cookie” არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.
შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ “cookie” ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.

ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს “cookie” ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.

თუ გსურთ, შეზღუდოთ “cookie” ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას “პარამეტრები”. თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან “cookie” ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით “cookie” ფაილებს.